2021 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 32,4%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს ოკუპირებულმა რეგიონმა 222 მილიონ 41 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წლის მაისში კი 167 მილიონ 622 ათასი კილოვატ საათი.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წელს ოკუპირებულმა რეგიონმა 2 მილიარდ 552 მილიონ 400 ათასი კილოვატ საათი ენერგია მოიხმარა, რაც 24%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, ესკოს სტატისტიკის მიხედვით, მაისში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ სულ მილიარდ 186 მილიონ 452 ათასი კილოვატ საათი შეადგინა, 2020 წლის მაისში კი 957 მილიონ 299 ათასი კილოვატ საათი.