კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფში შემავალი კომპანია კატევე-აგრო-ქედა ადგილობრივი ფერმერებისგან თაფლს შეისყიდის, გადაამუშავებს, დააფასოებს და გაყიდის. პირველ ეტაპზე კომპანია თაფლს აჭარაში, გურიაში, მთიან რეგიონებში შევიძენს, მოგვიანებით კი საკუთარი ფუტკრისგან მიღებულ თაფლს გამოიტანს გასაყიდად. კატევე-აგრო-ქედა" ნენას" ბრენდით თაფლის გაყიდვას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
"ნენას" ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო, ქედასა და ჩოხატაურში, კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის "შვილობილი კომპანიების კატევე აგრო-ქედას" და კატევეაგრო-ჩოხატაურის" საკუთრებაშია. ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ექსპლუატაციაში 2015 წლის სექტემბერში შევიდა.