"მაინტერესებს კობახიძისა და მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს" - ანა დოლიძე - Palitra News

"მაინტერესებს კობახიძისა და მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს" - ანა დოლიძე

2019-01-27 14:09:41+04:00

მაინტერესებს ირაკლი კობახიძის და ლევან მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს? - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი არალეგიტიმურია.