BBC-ის ცნობით, მაიმუნის ახალ სახეობას სახელი ცნობილი საგის, "ვარსკვლავური ომების" პატივსაცემად შეურჩიეს. გენეტიკურმა კვლევამ დაადგინა, რომ ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრები თეთრწარბა გიბონები სრულიად განსხვავდებიან თავიანთი მოძმეებისგან და არ მიეკუთვნებიან პრიმატების აქამდე ცნობილ არცერთ სახეობას. ზოოლოგებმა ახალ სახეობას სქაიუოკერი უწოდეს რომელიც "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.ლონდონის ზოოლოგთა საზოგადოების თქმით, პრიმატების ახალი სახეობა წააგავს აზიაში მცხოვრებ თეთრწარბა გიბონებს, რომლებსაც არა მარტო თეთრი წარბი, არამედ თეთრი წვერიც აქვთ. ახალაღმოჩენილ სახობას წვერი საერთოდ არ აქვს.