NBA-ს ხუთგზის ყველაზე ძვირად ღირებულმა მოთამაშე მაიკლ ჯორდანმა მდიდრული საათების ყიდვა-გაყიდვისა და გაცვლის პლატფორმა WatchBox-ის სტარტაპში ინვესტიცია განახორციელა.
ფილადელფიის ფარგლებს გარეთ ბაზირებულმა WatchBox-მა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, დღემდე 260 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მისი უახლესი შეფასების მაჩვენებელი არ გაამჟღავნა, ამ საკითხის მცოდნე ადამიანებმა CNBC-ის განუცხადეს, რომ სტარტაპი მილიარდ დოლარს უახლოვდება.
WatchBox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს კომპანიის სუფთა შემოსავალმა 300 მლნ დოლარს მიაღწია და მომავალში შესაძლოა, აქციების პირველად განთავსებას (Initial Public Offering-IPO) მიმართოს.
WatchBox-ს უკვე 150 მლნ დოლარის ინვენტარი აქვს. კომპანია გამყიდველებისგან ძვირად ღირებულ საათებს ყიდულობს და შემდეგ ვაჭრობს ანუ ახდენს პროდუქციის ავთენტიფიკაციას და მათ კოლექციონერებსა და სხვა მყიდველებზე ყიდის, რა დროსაც ტრანზაქციის საკომისიოსაც იღებს.
58 წლის ჯორდანი კი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენია, რომლის ქონებაც Forbes-მა 1,6 მლრდ დოლარით შეაფასა.