მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა ფედერალურ საარჩევო კომისიას აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ნიუ-იორკის 77 წლის ყოფილმა მერმა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის შესაძლო დაყენების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ბლუმბერგი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის 20 კანდიდატიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სერიოზულ კონკურენციას ვერცერთი გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეთ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობენ.