ოპოზიციური სპექტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად თბილისში მდუმარე საპროტესტო აქციას გამართავს.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები რუსთაველის მეტროდან ფილარმონიამდე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 10:30 საათზე შეიკრიბებიან.
ოპოზიციისა და მოქალაქეების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას "ლელოს" ლიდერები და მხარდამჭერები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, აქცია 13:00 საათამდე გაგრძელდება, რომელიც პარლამენტამდე მსვლელობით დასრულდება.
ორგანიზატორების თქმით, მდუმარე აქციის მიზანია, საერთაშორისო მედიამ შეიტყოს, რომ საქართველოში 31 ოქტობერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.