აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს და სპარსეთის ყურეში დამატებითი ჯარების განთავსება მხოლოდ "შემაკავებველი და თავდაცვითი" ზომაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაშინგტონი თეირანის შესაკავებლად საჭირო ზომებს იღებს, თუმცა, თუ ეს შემაკავებელი ზომები უშედეგო იქნება, ტრამპი მოქმედებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ისეთად დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმაში აშშ-მა ირანი დაადანაშაულა.
მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად, ნავთობტერმინალებზე თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავს.
ირანი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაზე განხორციელებული "ნებისმიერი თავდასხმის აღსაკვეთად" და "ნებისმიერი აგრესორის ბოლომდე გასანადგურებლად" მზადაა.