ანაკლიის პორტზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეის განცხადებას დეპუტატები გამოეხმაურნენ. როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, "როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა" - მისივე თქმით, ეს არის 2020 წლისთვის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებული ბოლო გაფრთხილება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკი პომპეოს გზავნილს დადებითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე. ამასთან, ვოლსკის თქმით ანაკლიის პორტს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა აქვს და ექნება.