ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. მაიკ პომპეოს განცხადებით, აღნიშნული დასკვნა ამერიკამ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა.
ირანი ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ვიღაცას ირანისა და საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობების გაფუჭება სურს.
შეგახსენებთ, ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქებები მცირე შუალედით მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. შედეგად ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. ტანკერებზე 44 მეზღვაური იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გემზე მყოფი 50 წლის ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.