ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს კათოლისკოს პატრიარქს ილია მეორე შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.