ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონში უმასპინძლებს, - ამ ინფორმაციას Poltico ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰან ბაირამოვს, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება.
როგორც ცნობილია, საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იქნება.