ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გლობალური კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვა. აღნიშნულ ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს. პომპეო ორ არაბულ ქვეყანაში ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდება. სახელმწფო მდივნის ვიზიტი ინდოეთში სამშაბათისთვის არის ჩანიშნული. პომპეოს თქმით, საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკების მიზანი ირანისთვის ტერორის გამწვავებისა და ბირთვული იარაღის შექმნისთის რესურსების წართმევაა. თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთოიბა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატები 2015 წელს ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა.