აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა. პომპეომ სასახლის დასტოვების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა.
მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს მართავს.