06:21
21 იანვარი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მაიკ პომპეო - მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს
14-07-2020

მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. მისივე თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები უკანონოა.

"ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ: პეკინის პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტესი ნაწილის ოფშორულ რესურსებთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოა. მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს", - ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებას აშშ-ში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა და მას "სრულიად გაუმართლებელი" უწოდა.

"სტაბილურობის შენარჩუნების საბაბით, აშშ კუნთებს ათამაშებს, დაძაბულობას აღვივებს და რეგიონში დაპირისპირების სტიმულირებას ახდენს", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ჩინეთი ამტკიცებს, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიის აკვატორიის უმეტესი ნაწილი მას ეკუთვნის, თუმცა, აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზიას ასევე აცხადებენ ვიეტნამი, ტაივანი, მალაიზია, ფილიპინები და ბრუნეი.

AutoPlay
დონალდ ტრამპი - ჩვენ რაღაც ფორმით დავბრუნდებით
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ალეკო ელისაშვილი - არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, ჰგონიათ, ყველა ასე ცხოვრობს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გიგა ბოკერია ადგილობრივ არჩევნებზე - ვერ გამოვრიცხავ ვერცერთ სცენარს, მათ შორის ვერც ბოიკოტს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პარლამენტში ხვალ მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები