აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პომპეო ჩინეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს. ამის მაგალითად მან ჰონგ-კონგში არსებული სიტუაცია მოიყვანა.
"ჰონგ-კონგი იმის ცოცხალი მაგალითია, თუ როგორც ცდილობს ჩინეთში საკუთარი მოსახლოების უფლებების შელახვას. ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში პეკინმა ჰონგ-კონგის შიდა საქმეებში ჩარევა გაზარდა და მათ იმ უფლებას ართმევს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით მოიპოვეს", - განაცხადა პომპეომ.
პომპეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ ჰონგ-კონგელი დემოსნტრანტების გვერდით დგას და მათ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაგრძელებისაკენ მოუწოდა.