ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია და ახლა მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი ჩინეთის „კომუნისტური პარტიის“ მხრიდან სრულ გამჭვირვალობას ჯერ კიდევ ვერ ხედავს.
„მე ჯერ კიდევ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცეები, რაც არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და ვერ ვგზავნით ჩვენს ჯგუფს ადგილზე, რომ გააკეთოს ის სამუშაო, რაც აუცილებელია. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და აშკარაა, რომ ჩინეთის „კომუნისტურმა პარტიამ“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. ჩინეთს მოუწევს ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა“,- განაცხადა პომპეომ.