საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ტვიტერში წერს აშშ-ს სახელმიწფო მდივანი მაიკ პომპეო. პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას.
"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, - წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.