აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, თვითმფრინავი აშშ-ის ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მედიასაშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიცე-პრეზიდენტი ვაშინგტონში სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა. პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.