აშშ-ში მაიამიში ჩამონგრეული 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 126 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა ასაკი 10 და 4 წელია. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შემთხვევა 25 ივნისს მოხდა.