ამერიკის შეერთებულ შტატებში პრესტიჟული მასტერსი, მაიამის ღია პირველობა გრძელდება. ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 ტურის გავლის შემდეგ მერვედფინალშია და მისი მეტოქე ეიტიპის 57-ე ნომერი ოგე ალიასიმი იქნება. უკანასკნელ წრეში ნიკამ გამოცდილი რობინ ჰაასე 2 სეტში 7-6 6-3 დაამარცხა, რისთვისაც მას საათ ნახევარი დასჭირდა. ამ მოგებით მან რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მოიპოვებს.