რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, არანაირი თანამდებობა, იქნება ეს არჩევითი თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ან ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ. ცქიტიშვილის პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს, სადაც მას ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე დაუსვეს კითხვა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა პირველ რიგში კორუფციის პრევენციაა.