საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია. ამასთან, მისივე განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.