ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის დაცვის წევრებს უკავშირდება. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია ტესტის პასუხის მიღებისთანავე თვითიზოლაციაში გადავიდა და მას ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია.
მაია ცქიტიშვილი განმარტავს რომ ნათია მეზვრიშვილის კონტაქტი არის დაცვის წევრი. ის ასევე აცხადებს რომ თურნავას ჯერ ვირუსი დადასტურებული არ აქვს, თუმცა, მას აქვს ვარაუდი, რომ ჰქონდა ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, რომლიც არ არის დაკავშირებული არც გიორგი გახარიასთან და არც ნათია მეზვრიშვილთან. დღეს თვითიზოლაციაში მიხეილ ჩხენკელიც გადავიდა. როგორც ცნობილია, განათლების მინისტრის კონტაქტი მისი ოჯახის წევრია.