საქმე გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" და "ომეგა ჯგუფის" დადგმულ სპექტაკლთან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხი ამ ჩანაწერებზე იყო მყისიერი და გამოძიება პირველივე ჩანაწერის გავრცელებისთანავე დაიწყო.