ანაკლიის პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ ის გზა, რომ პროექტი უნდა ააშენოს კერძო ინვესტორმა. ეს არ არის უნიკალური მხოლოდ ანაკლიის პორტისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ ინვესტორის ძიებაც სწორედ იმ მიზეზით დაიწყო, რომ კომერციული პროექტი ბიზნესის მიერ უნდა განხორციელდეს.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით უფრო მეტად რთული იქნება დათქმულ ვადაში კონსორციუმის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა.