ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა NDI-ის კვლევები შეაფასა. მისი თქმით, ის კიდევ ერთხელ გამოხატავს პატივისცემას NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების მიმართ, თუმცა "წლების განმავლობაში გვქონდა საშუალება გვენახა, რომ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა".
მინისტრი მიიჩნევს, რომ რთულია პროცენტულ მაჩვენებლებში შესვლა, თუმცა, შეფასებებს ასეთი სახით სრულად არ ეთანხმება.
მაია ცქიტიშვილი ხაზს უსვამს, რომ არის საკითხები, რომლებიც NDI-ის კვლევებში იყო და ეს ეხება იმ პირველი რიგის პრობლემებს, რომელიც ხელისუფლებისთვისაც კარგადაა ცნობილი. ესენია: დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა, ზოგადად მოსახლეობის შემოსავლები და ა.შ