ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს. როგორც მან აღნიშნა 15 ივნისის ვადა რომ გადაიწევდა, ეს 21 მაისს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზეც აღინიშნა და ამჟამად საკითხზე შიდა სამთავრობო პროცედურები მიმდინარეობს.