რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თანამდებობაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას, რათა სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად. მისივე თქმით, მინისტრის გადადგომის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას.
ცქიტიშვილმა კომენტარი გააკეთა საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსისთვის, გიორგი ყაყიჩაშვილსთვის უფლებამოსილების შეჩერებაზეც და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას თითქოს გარკვეულ თანამდებობაზე მყოფ პირებზე სახელმწიფომ ჯოხი გადატეხა.