მაია ცქიტიშვილი - დიალოგი ყველაზე სწორი გზაა საერთო ენის გამოსანახად - პიკეტირება, ბლოკირება და დესტრუქციული აქციები დიალოგის პროცესს აზიანებს - Palitra News

მაია ცქიტიშვილი - დიალოგი ყველაზე სწორი გზაა საერთო ენის გამოსანახად - პიკეტირება, ბლოკირება და დესტრუქციული აქციები დიალოგის პროცესს აზიანებს

2019-12-10 14:05:06+04:00

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციონერთა განცხადებებს აქციების და პიკეტირების გაგრძელების შესახებ გამოეხმაურა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა დიალოგის რეჟიმი ყველაზე სწორი გზაა საერთო ენის გამოსანახად.

პიკეტირება, ბლოკირება და დესტრუქციული აქციები დიალოგის პროცესს აზიანებს, - აღნიშნა ვიცე პრემიერმა.

მინისტრის თქმით, მთავრობის პასუხი კონსტრუქციული ქმედებაა და მთავრობა ჩართული იქნება დიალოგის რეჟიმში.