ინფრასტქრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, მისი განცხადებით ამერიკის მხრიდან ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილება აქვს. როგორც მინისტრი აცხადებს, სახელმწიფოს უპრეცენდენტო მხარდაჭერას ანაკლიის პორტის მიმართ, სხვა ფაქტორებთან ერთად პროექტში ამერიკული კომპანიის მონაწილეობაც განსაზღვრავს.