ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. აღნიშნულის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვას გამოეხმაურა.
ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, დღის ბოლომდე იწურება, მთავრობის გადაწყვეტილება კი საზოგადოებისთვის ცნობილი 16 ოქტომბერს გახდება.