რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილი ანაკლიას ესტუმრა. მან პორტის ტერიტორია შესაბამისი ეკიპირებით დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სტუმრობაა ცქიტიშვილის. მისი თქმით, ზედმეტად აჟიტირება ხდება მისი ვიზიტის.
კითხვაზე, თავისი ინიციატივით ესტუმრა მინიტრი ანაკლიას თუ კონსორციუმმა მიიწვია, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ის ანაკლიას სამეგრელოში რამდენიმე ობიექტის დათვალიერების ფარგლებში ეწვია.მისივე თქმით, თანამშრომლობა კონსორციუმთან და ინვესტორებთან აქტიურია.