მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, რა ბედი ელის ანაკლიის პორტს, მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს და ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე აძლევს.