ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი მოვძებნოთ, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის "მინისტრის საათისა" და სხვა ფორმატებში პარლამენტში ანაკლიის თემასთან დაკავშირებით არაერთხელ წარსდგა.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, ანაკლიის კონსორციუმთან შეხვედრა ამ კვირაშიც იგეგმება.