რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა 2020 წელს განხორცილებულ პროექტებზე საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა. მისი ტქმით მიუხედავად პანდემიისა უწყებამ მნიშვნელოვანი პორექტების განხორციელება შეძლო.
მათ შორის უწყებამ შეძლო ჩქაროსნული მაგისტრალის სამი მონაკვეთის გახსნა, ხოლო რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ასევე, 580 კმ შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია, 322 ათასი ადამიანის წყალმომარაგების გაუმჯობესება.
ცქიტიშვილის ინფორმაციით 2020 წელს ასევე დასრულდა 20 ახალი სკოლის მშენებლობა, დაიწყო 41 ახალი სკოლის მშენებლობა და 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, გაიხსნა ვანის მუზეუმი და სხვადასხვა რეგიონში განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, აბასთუმანში, ასურეთსა და ბაკურიანში დასრულდა ურბანული განახლების მნიშვნელოვანი ეტაპები და მუშაობა დაიწყო წყალტუბოს განვითარების პროექტზე.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, მხოლოდ 2020 წელს 1300-ზე მეტი კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული.