მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული დღე მოლდოვისთვის. - ამის შესახებ მან “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც ევროპული საბჭოს მიერ მისი ქვეყნისთვის ევროგაერთიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა.
„ჩვენი მოქალაქეებისა და მოლდოვის ევროპული მომავლის მხარდაჭერის ცალსახა და ძლიერი სიგნალი. ჩვენ მადლიერნი ვართ და ერთგული ვართ რეფორმების გზაზე წინსვლისთვის”, - განაცხადა სანდუმ.