მაია რჩეულიშვილს მეუღლის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე მისვლის უფლებას მისცემენ. რჩეულიშვილების ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ პალიტრანიუსს განუცხადა,რომ შესაბამის მიმართვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა ოჯახის წევრებთან საუბარში უწყების მხრიდან ასეთი მზაობა დაფიქსირებულია, ამასთან, ამას ითვალისწინებს კანონმდებლობაც.
"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ვახტანგ რჩეულიშვილი ხუთშაბათს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო კვირების განმავლობაში თოდუას კლინიკაში, სიმსივნის დიაგნოზით იყო მოთავსებული.