მაია რჩეულიშვილს გულის, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის გამოკვლევების პასუხებს მისი ინტერესების დამცველები დღეს გამოითხოვენ. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, პასუხების საფუძველზე ისინი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და თუ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.