თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება. როგორც მაია ბითაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს.
როგორც ბითაძე განმარტავს გადახდის ერთიან სისტემის ამოქმედების შემდეგ მგზავრობის საფასური იმის მიხედვით დაანგარიშდება, რა კომბინაციას აირჩევს მგზავრი. მისივე თქმით, მგზავრობისას საათნახევრიანი საშეღავათო პირობები ისევ შენარჩუნდება.