"მაგთიკომი" ტელევიზიის პაკეტების ფასს 2 ლარით ზრდის. ფასის ცვლილება 1-ელი დეკემბრიდან მოხდება. საუბარია, როგორც „მაგთისატის“, ასევე აიპი ტელევიზიის ყველა აბონენტზე. მაგთიკომში ამ გადაწყვეტილებას ტრანზიტორი ოპერატორებისთვის პირველი დეკემბრიდან 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი 2-ის, კომედი არხის, მარაოს, იმედის, მაესტროსა და ჯიდიესის რეტრანსლირების ფასის ზრდით ხსნიან.