კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ „მაგთიკომი“ ათამაშებს Samsung Galaxy S10-ს.ამასთან, როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „მაგთიკომი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ ეს არის თაღლითობის მცდელობა და ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. ამასთან, კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და პირადი მონაცემები უცხო პირებს არ გაუზიარონ.