„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ კუთვნილ ზოგიერთ ბრენდულ მაღაზიაში მოსასინჯი ოთახები დროებით გაუქმდება. ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს, როგორიცაა: "ზარა", "მა¬სი¬მო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრა¬დი¬ვა¬რი¬უ¬სი" და ა.შ.
კომპანიის დირექტორის თქმით, მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები დროებით გაუქმდება და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ამ შეზღუდვას გააუქმებენ.
მისივე თქმით, შეძენილი ნივთის სტანდარტული გადაცვლა-დაბრუნების ვადების ნაცვლად, რაც იყო 3 დღე დაბრუნებაზე და 1 კვირა გადაცვლაზე, მოქალაქეებს 2 კვირა მიეცემათ, რომ ან გადაცვალონ ან დააბრუნონ პროდუქცია.