შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია „აიტექნიკსის“ ქურდობის ფაქტი გახსნა. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ორი პირი: დააკავეს. ორივე მათგანი სრუწლოვანია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პალიტრანიუსს შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ „დაკავებულებმა ორ თანამზრახველთან ერთად სავაჭრო ობიექტიდან 5 მობილური ტელეფონი და 1 ლეპტოპი მოიპარეს, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ასევე დადგენილია თანამზრახველთა ვინაობა და მათ დასაკავებლად ტარდება ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.