შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2000 წელს დაბადებული პირი ქურდობის ბრალდებით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 12 იანვარს, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია "აისაფორთიდან" მობილური ტელეფონები და ფული მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები და მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში უკანონოდ შეღწევით ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.