ისეთი დინამიკა გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის გარკვეული პირობა შეიქმნება.