პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 116 ხმით დამტკიცდება. როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა თუ კენჭისყრის მათემატიკას შევხედავთ და არა პოლიტიკურ მხარეს, მათემატიკურად „ქართული ოცნება“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ამ ცვლილებების მიღებას პირველ მოსმენაზეც თავისუფლად ახერხებდა.
თალაკვაძე პირველ მოსმენაზე ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით „ევროპულმა საქართველომ“ ცვლილებების პროექტი კი არა, საკუთარი პარტია გადაარჩინა. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში, მხარი დაუჭირონ პროექტს და შეასრულონ პირობა, რომელიც შეთანხმდა 8 მარტის დიალოგის დროს.