"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს. მანამდე დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ არჩევნების მეორე ტურის წინ მიღებულ მუქარისშემცველ წერილზე ისაუბრა, სადაც პირდაპირ იყო საუბარი რომ "ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე" - განაცხადა თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებელმა