მაგდა თავს არ მოიკლავს და თუ ასეთი რამ მოხდა, ეს არ იქნება თვითმკვლელობა - ამის შესახებ პალიტრანიუსს მაგდა პაპიძის დამ განუცხდა. ლანა პაპიძის განცხადებით, ოჯახი დაზღვეული არ არის იმისგან, რომ ციხეში მის დას არაფერი შეემთვევა. ის ასევე ამბობს რომ მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მარცხენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა. ოჯახის წევრი პალიტრანიუსთან საუბრისას აცხადებს რომ ბოლო დროს მსჯავრდებულისგან წერილებსაც იშვიათად იღებენ და ბოლო დროს მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მწირი აქვთ.