მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავს. სტრასბურგის სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის მიმართ „პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებისა და არაეფექტურობის თაობაზე“. მათივე ცნობით, „მაგდა პაპიძე დაკავებისას და მის შემდეგ სასტიკად იქნა ნაწამები პოლიციის თანამშრომლების მიერ, რის გამოც მას ორსულობა შეუწყდა“. პაპიძე 4 პოლიციელს აღწერს, რომელთაც მისი თქმით, მასზე ძალადობდნენ.
ცნობისთვის 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში. სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.